30 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
გამოვიწვევდი "ჩელენჯში" ოპონენტებს - გადარიცხონ 100 მლნ კოვიდის ფონდში და ჩაწერონ ანალოგიური ვიდეო - ირაკლი კობახიძე ივანიშვილის "ტიკ-ტოკზე"

იმ კრიტიკულ გამოხმაურებას, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის "ტიკ-ტოკზე" გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა "ღამის კურიერის" ეთერში უპასუხა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარემ ყოველდღიურ რეჟიმშია ჩართული როგორც ფინანსურად, ასევე კონსულტაციებშიც, თუმცა თვლის, რომ პანდემიასთან ბრძოლის წინა პლანზე ინსტიტუციები უნდა იყოს წარმოჩენილი. რაც შეეხება ვიდეოს, კობახიძის თქმით, ის ივანიშვილის ადგილზე ოპონენტებს გამოწვევას გაუგზავნის:

"მე მის ადგილას გამოვიწვევდი ე.წ ჩელენჯში ოპონენტებს და ვთხოვდი, რომ გადარიცხონ 100 მილიონი კოვიდის ფონდში და შემდეგ, ჩაწერონ ანალოგიური ვიდეო.

ადამიანმა ჩარიცხა 100 მილიონი ფონდში, ოპონენტებმა ისიც თქვეს, რომ ეს 100 მილიონი არ არსებობდა. ამის შემდეგ, ეს ვიდეო გახდა კიდევ ერთი განსახილველი თემა.

ბიძინა ივანიშვილი არის ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული, არა მხოლოდ ფინანსური რესურსების გაცემაში, არამედ კონსულტირების რეჟიმშიც,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

დღის ამბები