30 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
გახარიამ არაპროფესიონალური სადღეგრძელო შესვა - ნიკა მელია ანტიკრიზისულ გეგმას პროპაგანდას უწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას პოლიტიკურ პროპაგანდას უწოდებს და აცხადებს, რომ მოქალაქეების რეალურად დასახმარებლად არაფერი კეთდება. აღნიშნული განცხადება ნიკა მელიამ "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

"ხალხი  ყოველდღიურ გაჭირვებას ეჭიდავება  როგორც ფალავანს. ეს ბიუჯეტი რომ ვერ მტკიცდება და ვერ შემოაქვთ, იმიტომ რომ შემოსავლების წყაროები არ აქვთ.  ბიუჯეტი არ არსებობს, თავიდან ბოლომდე ეს იყო პროპაგანდა ," - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, მთავრობას ჰგონია, რომ მსგავსი პროპაგანდისტული საუბრებიტ შეცდომაში შეიყვანენ მოსახლეობის რაღაც ნაწილს მაინც.

ნიკა მელია ანტიკრიზისულ გეგმას სადღეგრძელოს ადარებს და ამბობს რომ რეალურად, ამ გეგმის განსახორციელებელი ფული ხელისუფლებას არ აქვს. მისი თქმით, გეგმაში რიცხვებში და დაანგარიშებაშიც კი შეცდომებია:

"თანხა არ არსებობს, როგორც მე არ ვიცი, რას ჭამს, ან რას სვამს ბიძინა ივანიშვილი ამ წუთას, ისე არ იცის გახარიამ ბიუჯეტს როდის შემოიტანს, უბედურებაა, მაგრამ ფაქტია. 75 მილიონ ლარს მივცემ თვითდასაქმებულებსო და თვითდასაქმებულების რაოდენობა შეადგენს 840 ათას ადამიანსო და მივცემო ერთჯერადად 300 ლარსო,  გავამრავლოთ 840 ათასი 300 ლარზე - ეს არის 252 მილიონი. ამ ადამიანმა თქვა რომ 75 მილიონიო. აღიარეს, არის 840 ათასი თვითდასაქმებული მაგრამ 1/3-ზე მეტს არ დავეხმარებიო, მეორეს მხრივ იძახის კერძო სექტორში დასაქმებულია 540 ათასი ადამიანიო და სამსახური დაკარგა 350 ათასმა ადამიანმაო და ამ ყველაფრისთვის მე გამოყოფილი მაქვს 460 მილიონიო. გახარიამ არაპროფესიონალური სადღეგრძელო შესვა, მე სხვას  ვერაფერს დავარქმევ, 350 ათასი გავამრავლოთ 1200 -  ეს არის არა 460 მილიონი, არამედ 420 მილიონი, 40 მილიონს ასე ისვრის აქეთ-იქით,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები