ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს. 25 წლამდე კაცი თავის და სხეულის სხვადასხვა ადგილას მიყენებული ჭრილობებით თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული.
"კურიერის" ინფორმაცით, შეთხვევა სუფრაზე მოხდა, სადაც მხარებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ექიმის თქმით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურად მძიმეა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.