30 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
ვერ წარმომიდგენია, ერთი ადამიანი იყოს ისე მნიშვნელოვანი, რომ უკრაინამ სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა - პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი კარგად აცნობიერებს, რომ სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ასევე მიუღებელია უკრაინის ხელისუფლების მიერ იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში.

"მე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ, რამეთუ უკრაინასა და საქართველოს არამარტო საუკუნოვანი მეგობრობა და ერთმანეთის პატივისცემა აერთიანებთ,  არამედ ახლო წარსულში ერთდროულად მოპოვებული დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს მშენებლობის გზა და საერთო მიზნები: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეკონომიკური გეგმები, შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის გამყარება და რეგიონალური როლის დამკვიდრება, - რაც კორონავირუსის გამოწვევის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ჩანს. ყველაზე მთავარი, რაც ქართველებსა და უკრაინელებს გვაერთიანებს, ესაა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად მიმართული ჩვენი სოლიდარობა და ერთობლივი ძალისხმევა. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, რას მოიგებს გზების გაყოფითა და ერთობის დასუსტებით ან საქართველო, ან - უკრაინა. 

პირადად მე, არც მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ვარიანტი დასაშვებია. ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა და უგულებელყოს ჩვენი ინსტიტუტები და შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება,"- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და უკრაინის საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება.

ამავე თემაზე
დღის ამბები