30 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
პოლიციის ყოფილი მაღალიჩინოსანი, რომელიც სკანდალში უკვე მეორედ გაეხვა - დავით ცინარიძის დაკავებას შსს ადასტურებს

სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ეხება. დაკავებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი. დავით ცინარიძემ საკუთარ მეუღლეს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
არის ვერსია ფიზიკურ ძალადობაზეც. ბრალი წაყენებულია ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლით.

დავით ცინარიძე სკანდალში 5 წლის წინაც იყო გახვეული. სწორედ ეკა ყურშიტაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გაათავისუფლეს ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

დღის ამბები