30 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და გიორგი გიგაშვილი "ლენო სესიების" ფარგლებში ხვალ ონლაინკონცერტს გამართავენ

პანდემიის პირობებში შემოქმედებითმა ცხოვრებამ ეკრანებს მიღმა გადაინაცვლა. კონცერტების და მუსიკალური წარმოდგენების ერთადერთი საშუალება ლაივსტრიმინგი გახდა, ისიც მხოლოდ კამერული შემადგენლობით და დისტანციის დაცვით. ასე მოხდება ხვალაც ნიკოლოზ რაჭველის, გიორგი ცაგარელისა და გიორგი გიგაშვილის ერთიანობით -  ზუსტად 6 საათზე "ლენო რეკორდსის" უნიკალური ხმის ჩამწერი დარბაზიდან ონლაინკონცერტი დაიწყება.

ვინაიდან კონცერტიც არასტანდარტულ ფორმატშია, სარეპეტიციოც, სახელდახელოდ, სახლში მოაწყვეს. 

"ლენო სესიების" ეგიდით გამართული მუსიკალური საღამოები, ხმის ჩამწერი სტუდიის ფეისბუქგვერდზე ონლაინრეჟიმში იდება. იმისთვის, რომ მუსიკოსებსა და მსმენელს შორის იყოს კონტაქტი, Zoom-ის აპლიკაციით უკვე მაყურებლების ინტერაქციაც შესაძლებელია.

"ლენო რექორდსის" ხმისჩამწერმა დარბაზმა არაერთ ძალიან საინტერესო კონცერტსა და მუსიკოსს უმასპინძლა. 

ავტორი - სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები