30 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
დასაქმებულ პირებზე 200 ლარიანი დახმარების გაცემა მაისიდან დაიწყება - ლაშა ხუციშვილი

დასაქმებული მოქალაქეების იმ კატეგორიისთვის ფულადი კომპენსაციების გაცემა, რომელთაც შექმნილი ვითარების და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოსავალი დაკარგეს, მაისის თვიდან დაიწყება, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

"მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი კომპენსაციების გაცემა, უკვე აპრილის თვეში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილ პირთათვის. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში - იანვარი, თებერვალი, მარტი,  ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და შემდგომ თვეებში ვეღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას. ამის შესახებ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს დამქირავებელი წარუდგენს. კომპენსაციის ოდენობას რაც შეეხება, 1200 ლარის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარის ოდენობით. მარტივია კომპენსაციის მოთხოვნა. დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე და სასურველია ეს იყოს საშემოსავლო დეკლარაციასთან ერთად, ელექტრონულად გადამხდელის პირადი გვერდის გამოყენებით rs.ge- ზე დადგენილი ფორმით წარმოადგენს იმ პირთა სიას, რომლებზეც ხელფასი გაცემულია 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და შემდეგ თვეებში აღარ აუღიათ ხელფასი. კომპენსაციის გაცემის წესს რაც შეეხება, ყოველი თვის 20 რიცხვამდე დამსაქმებელი მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოხდება შემოსავლების სამსახურში ერთიანი ბაზის ფორმირება და გადაეგზავნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც მოხდება უშუალოდ თანხების ჩარიცხვა," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

დღის ამბები