30 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
მიღებულია გადაწყვეტილება, მოწყვლადი ჯგუფები ტესტირებებში ჩაერთონ - ეკატერინე ტიკარაძე

მოქალაქეთა წრე, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ ფართოვდება.

კორონავირუსზე მასობრივი შემოწმება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან. გადაწყვეტილების შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ჯგუფებისთვის ინფექციის გავრცელება დიდი რისკის შემცველ იქნება. მინისტრის განცხადებით, ტესტის საფასურს მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. 

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულების თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოხდეს ამ ჯგუფების დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ამ ინფექციის გავრცელება, რაც ნამდვილად იქნება სარისკო ამ ჯგუფებისთვის. უკვე გარკვეული პერიოდია მას შედეგ რაც მოხდა ქსელის გაფართოება, როგორც ცხელების კლინიკებად, ასევე  კოვიდ კლინიკებად. ასევე სახელმწიფო ამარაგებს ამ კლინიკებს და აწვდის იმ ტესტებს, რომელიც მიღებულია ჩვენი რეგულირების სააგენტოს მხრიდან და ასევე კონსულტაციები გავლილია NCDC-სთან. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით. სოციალური სააგენტოს ჯანდაცვის დეპარტამენტში შემუშავდა უკვე დაფინანსების მექანიზმი და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ყოველივეს დაფინანსება,“ - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. 

დღის ამბები