30 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
გაჩნდება თუ არა ახალი კლასტერი წყალტუბოში - მეზობლების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული მამაკაცი უბნის მაღაზიაში ხშირად დადიოდა

62 წლის მამაკაცი წყალტუბოდან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა მეზობლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია უბნის მაღაზიაში ხშირად დადიოდა.

ადგილობრივების თქმით, მომხდარის გამო შეშინებული არიან. ადგილზე ამ წუთებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 62 წლის მამაკაცი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

მას ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა. მამაკაცის ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, სამივე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

დღის ამბები