ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას COVID 19-ის დიაგნოზის მქონე 7 პაციენტი დაემატა. პაციენტები ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლნისიდან და შინდისიდან გადმოიყვანეს.
როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. არასრულწლოვანი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
"ბოქსირებულ სექტორში არის 65 პაციენტი. COVID 19-ის დიაგნოზის მქონე არის 54. დაემატა 7 პაციენტი, აქედან 4 არის გადმოყვანილი ბოლნისიდან და შინდისიდან უკვე დადასტურებული დიაგნოზით, 3 პაციენტის დიაგნოზი კი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში.
გუშინ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა. 18 წლამდე ასაკის პირი არის 11.
ერთი პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. 11 პაციენტი არის საყურადღებო, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქედან 3 არის ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფით,”- განაცხადა სოლოღაშვილმა.