30 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
15 ინფიცირებულიდან 2 პაციენტის წყარო უცნობია, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პირი დაინფიცირდა.

როგორც ეზუგბაია აცხადებს, ახალი ინფიცირებულებიდან ორი პაციენტის წყარო უცნობია და მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

"24 საათში დაგვემატა 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 511 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ამჟამად. ამ 15 დადასტურებული შემთხვევიდან ძირითადად ყველა ცნობილი წყაროებიდან არის. ესენია - ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო და მხოლოდ ორი პაციენტი არის რომელთა წყარო ამ ეტაპზე ჯერჯერობით დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.

გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 7-ით გაგვეზარდა. ამ ეტაპზე კოვიდის მიმღებ ცენტრებში 349 პაციენტი მკურნალობს," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით,ახალი 15 პაციენტიდან ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი პაციენტი არ შემუყვანიათ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში 43 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

"ჩვენთან გუშინ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული პაციენტი. მძიმე პაციენტების სიაში მხოლოდ 5 პაციენტი გვყავს, როგორც მძიმე პნევმონია, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტები უკვე განიხილება, როგორც საშუალო და მსუბუქი. ასევე დამაკმაყოფილებელია 11 მოზარდის მდგომარეობა, თუმცა მათთან ჯერ ადრეა გამოჯანმრთელების ტესტირების ჩატარება," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები