30 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
საქართველოში COVID -19-ის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მონაცემი 511-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის სპეციალური ვებგვერდის, stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 156 გამოჯანმრთელდა.

მონაცემების მიხედვით, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 107 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  - 534.

დღის ამბები