30 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
საქართველოში COVID -19-ის შემთხვევები 497-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი და მონაცემი 156-ს შეადგენს

საქართველოში COVID -19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 500-ს უახლოვდება. ამ დროსთვის ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით, დადატურებულია 497 შემთხვევა.

გამოჯანმრთლებულთა საერთო რაოდენობა კი, 156-ს შეადგენს.

კარანტინში იმყოფება 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 534 პირი. კორონავირუსს ქვეყანაში 6 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ინფექციურ საავადმყოფოში დამატებით 6 პირის განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან - უარყოფითის შემთხვევაში კლინიკას ისინიც დატოვებენ.

სულ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით 46 პაციენტი მკურნალობს. აქედან 11 მოზარდია. მძიმე პნევმონია აქვს 17-ს.

 

დღის ამბები