30 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
მაისშ ტესტირება დღეში საშუალოდ 2 500 ადამიანს ჩაუტარდება - ამირან გამყრელიძე

საქართველო კორონავირუსის მეორე შეტევას შემოდგომა - ზამთარში უნდა ელოდოს, ამის შესახებ განცხადება , დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაკეთდა.

ასეთივე მეორე ტალღას მსოფლიოს არა ერთი ქვეყანა ელოდება.ამასთან,  ამირან გამყრელიძემ დღეს დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში ტესტების მარაგსა და კვლევების ჩატარებაზეც.

ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტესტირება მაისში დღეში საშუალოდ 2 500 ადამიანს ჩაუტარდება, რაც ევროპის სტანდარტია.

"დაგეგმილია, რომ ამ თვის ბოლოს დღეში 1000 ტესტირებაზე უნდა ავიდეთ, მაისის თვეში გვინდა 2000-ზე ასვლა, ხოლო თუ შევძელით იქნება 3000 ტესტამდე ასვლაც ესე ხდება სხვა ქვეყნებში. სწორედ ახლა ეს კვირა და შემდგომი კვირა არის მეტად საფრთხილო,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები