30 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
3 მილიონ 25 ათასზე მეტი ინფიცირებული და 209 ათასზე მეტი დაღუპული - COVID-19-ის დრამატული სტატისტიკა მსოფლიოში

ორკვირიანი პაუზის შემდეგ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი სამუშაო კაბინეტს დაუბრუნდა. ჯონსონმა განაცხადა, რომ რეგულაციების შემსუბუქება ნაადრევია და ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლის მეორე ფაზისთვის უნდა მოემზადოს. გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით 155 000-მდე ადამიანია ინფიცირებული.

დიდი ბრიტანეთის მსგავსად რეგულაციების შემსუბუქებას არ ჩქარობს საფრანგეთიც. ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაწესებული აკრძალვები ივლისის შუა რიცხვებამდე გაახანგრძლივა. კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლის გეგმას კი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ხვალ წარუდგენს.

იტალია კი რომელიც პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სახელმწიფოა ყველაზე გრძელვადიანი კარანტინის მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს. ქვეყნის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ შესაბამისი გეგმა წარადგინა. რეგულაციების შემსუბუქება არ შეეხება ეკლესიებს, სადაც სასულიერო პირებს მრევლის მიღება კვლავ არ შეეძლებათ. აკრძალვის ძალაში დარჩენის გამო ეპისკოპოსებმა ჯუზეპე კონტეს საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნეს.

რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო შეერთებულმა შტატებმაც, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მილიონს უახლოვდება. მიუხედავად ამისა ქვეყენაში იკლებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რიცხვი. შტატებში საერთო ჯამში ვირუსს 55 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მკაცრი ზომები შეამსუბუქეს ახალ ზელანდიაშიც, სადაც მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსი უკვე დაამარცხა. 

კორონავირუსით დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკის სტიმულირებას ცდილობს. ტურისტულად ყველაზე პოპულარული ქვეყნები ვარაუდობენ, რომ ვიზიტორებს წლის ბოლომდე ან ვაქცინის შექმნამდე ვერ მიიღებენ. 

დღის ამბები