30 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
ქართული ღვინით შექმნილი ნახატები - ახალი და იშვიათი ტექნიკა მხატვრობაში

თამარ მაღლაფერიძე ფერმწერია, ბოლო 2 წელია მხატვარი ახალი და იშვიათი ტექნიკით ხატავს.ის არ იყენებს არანაირ სამხატვრო საღებავებს, მხოლოდ ფუნჯი და ქართული ღვინო. მისი ვიზუალური ენა ასეთია და შემოქმედება სწორედ საქართველოს, როგორც ღვინის 8000 წლიანი ისტორიით არის შთაგონებული.

ნახატების დიდი წილიც, სწორედ მათ პირად კოლექციებში ინახება. თამარს აქამდე არა ერთი პერსონალური თუ შერეულ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა პანდემიის დასრულებისთანავე ღვინით შექმნილი ნამუშევრების გამოფენას გეგმავს. 

ქართული ღვინო როგორც მისი გემო ასევე ფერიც მრავალფეროვანია. შესაძლებელია ქაღალდზე გადატანის დროს ლურჯი, ნარინჯისფერი, მწვანე და ნებისმიერი ტონალობაც კი მიიღოს. ამ ტექნიკით ხატვის გარდა, თამარი შატო მუხრანში უქმეებზე, ღვინით ხატვის მასტერკლასსაც ატარებს. 

დღის ამბები