30 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
უკვე გვაქვს PCR ტესტები, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტესტების ტექნოლოგიები მსოფლიოში სწრაფი ტემპით იხვეწება და სწრაფი ხდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანას უკვე აქვს ტესტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც პასუხს 45 წუთში ადგენს და ის უკვე ორ კლინიკას გადაეცა. 

"ოქროს სტანდარტი ამ დაავადების დიაგნოსტიკის არის მოლეკულური ტესტები. ე.წ. PCR ტექნოლოგიები, რომელთა კლასიკური მეთოდოლოგია სულ უფრო და უფრო იხვეწება. ხდება უფრო სწრაფი. მაგალითად ჩვენ უკვე გვაქვს ათას 500 PCR ტექნოლოგიაზე დამყარებული ჯინ ექსპერტის მანქანებზე დამყარებული ტესტი, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს და ის ორ კლინიკას უკვე გადავეცით, სადაც ეს მანქანები დგას, სადაც სასწრაფოდ დასადგენ დიაგნოზს ამ ტესტით დაადგენენ. გარდა ამისა, არის ანტისხეულების ე.წ. სწრაფი ტესტები "აი ჯი ჯი" და "აი ჯი ემ" რომელიც ჯერჯერობით არც ერთ გაიდლაინში არ ითვლება სარწმუნოდ მათი მონაცემები დიაგნოსტიკისთვის," - ამბობს ამირან გამყრელიძე.  

დღის ამბები