30 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულები, რომლებიც ერთჯერად დახმარებას მთავრობისგან ვერ მიიღებენ

მთავრობისგან დახმარებას უამრავი ადამიანი ვერ მიიღებს, რადგან საქართველოში ძალიან ბევრია დასაქმებული ისეთ სფეროში, სადაც ისინი დამადასტურებელი საბუთის მოპოვებას ვერ შეძლებენ.

იმ თვითდასაქმებულთა ერთადერთი იმედი, რომლებმაც პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგა მთავრობისგან მიღებული დახმარების პირობა იყო, თუმცა დღეს მათ დიდ ნაწილს ეს იმედიც გაუცრუვდა.

ტერეზა გალსტიანი მეთორმეტე კლასელია. მისი სამსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ ის თანახაა, რომელსაც სახლების დალაგებაში უხდიან. პანდემიის პირობებში ყოველდღიური შემოსავალიც დაკარგა და ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა. ერთადერთი მარჩენალი ახლა ხელისუფლების დახმარების მოლოდინშია, თუმცა არ იცის აიღებს, თუ არა 300 ლარიან ერთჯერად კომპენსაციას, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაშია გათვალსწინებული.

მთავრობისგან დამხარებას ელოდება ძიძაც, რომელსაც სამსახური აღარ აქვს, ასევე მძღოლი, ხელოსანი, ყვავილების გამყიდველი - იმ პროფესიის ადამიანები, რომელთა დასაქმების ადგილიც პანდემიამ შეიწირა და ყოველდღიური შემოსავალიც წაართვა. ადამიანები, რომლებიც წლიდან წლამდე თავს თვითდასაქმებით ირჩენდნენ, შიშობენ, რომ ახლა მათი ცხოვრება კიდევ უფრო მძიმე გახდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს "რუსთავი 2-ის" ეთერით ამ ადამიანებს უთხრა, რომ 300 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას ვეღარ აიღებენ. პრემიერის მიერ გასულ პარასკევს დაანონსებული კომპენსაცია მათ იმის გამო ვერ გადაეცემათ, რომ ფიზიკურ პირებთან იყვნენ დასაქმებულები. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად არსად არ არინ რეგისტრირებულები და შემოსავალსაც ხელზე იღებდნენ იურიდიული პირებისგან, მათივე ცნობის საფუძველზე მთავრობის ერთჯერადი დახმარების მიღებას შეძლებენ.

შედარებით უფრო მარტივია პროცედურა იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულები არიან. 300 ლარის მისაღებად მათ პირადი მონაცემები და საბანკო ჩარიცხვის ამონაწერი ინტერნეტ პორტალზე უნდა ატვირთონ. პლატფორმა უახლოეს დღეებში შეიქმნება. 

მთავრობის ანტიკრიზიული გეგმის მიხედვით დახმარება გათვალისიწინებულია ასევე იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ოფიცილუარად იყვნენ დასაქმებულები და სამსახური პანდემიის გამო დაკარგეს. უმუშევრად დარჩენილი 350 000 მოქალაქე 1200 ლარიან დახმარებას - 6 თვის განმავლობაში 200 ლარის ოდენობით მიიღებს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს - ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სოციალური პასუხისმგებლობა მათზეც აიღო და არსებული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით ცდილობს თანამდბრად დაეხმაროს ყველას, ოფიციალურად და არაოფიციალურად დასაქმებულ ადამიანებსაც.

თავითდასაქმებული ადამიანების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარია გამოყოფილი. ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა კი დაახლოებით 20 მაისისთვის უნდა დაიწყოს, მას შემდეგ, რაც შესაბამისი ბაზა შეიქმნება და გაირკვევა, თუ რამდენი ადამიანია ქვეყანაში, რომელიც თავს თვითდსაქმებით ირჩენს.

დღის ამბები