30 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ხათუნა ზახაშვილის თქმით, ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩასატარებლად ადეკვატური რეკომენდაციები შემუშავდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის თქმით, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავდება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გამოცდების მიმდინარეობისას, აბიტურიენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

"ამ მხრივ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან, გვაქვს მათთან ერთად მსჯელობა, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მეტად დაცული ის ადამიანები, ვინც მივლენ გამოცდის ჩასაბარებლად, წლევანდელმა აბიტურიენტებს ამ პერიოდში, მას მერე რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა, ჩვენს ქვეყანაში ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები. მათ უჩვეულო გარემოში მოუწიათ მზადება ეროვნული გამოცდებისთვის, უჩვეულო გარემოში მოიწევთ უმრავლეს მათგან სკოლის დამთავრება, ბოლო ზარის ზეიმის აღნიშვნა. მე თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ გამოცდა იყოს მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები,“ - აცხადებს ხათუნა ზახაშვილმა. 

დღის ამბები