30 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოდან COVID ინფექციისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ორი პაციენტი გაეწერა 

რესპუბლიკური საავადმყოფოდან ორი პაციენტი უკვე გაწერეს, 6-პაციენტს კი დღეს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდება, იმ შემთხვევში თუ მათი პასუხი COVID უარყოფითი აღმოჩნდება კლინიკიდან ამ პაციენტებსაც გაწერენ.

ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ NCDC- წყვეტს, თუ ვის უნდა გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება, საზოგადოების რომელ ჯგუფს.

"ორი პაციენტი გაეწერა კლინიკიდან. ექვს პაციენტს კი დღეს უკეთდება ტესტირება.

ტესტის ჩატარება დიდ მატერიალურ რესურს მოითხოვს. ამ პოლიტიკას განსაზღვრავს NCDC შემდგომ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ვის უნდა გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება,"- განაცხადა ლევან გოფოძემ.

დღის ამბები