30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
პანდემიის გამო საფრანგეთში "ფორმულა-1"-ის ჩემპიონატი აღარ ჩატარდება

პანდემიის გამო, საფრანგეთში "ფორმულა-1"-ის ჩემპიონატი აღარ ჩატარდება. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ჩემპიონატის ორგანიზატორები ავრცელებენ. საფრანგეთში გრანპრის გახსნა 26-28 ივნისს იყო დაგეგმილი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, შემზღუდავი ზომები ივლისის შუა რიცხვებამდე გაახანგრძლივა.

საფრანგეთში შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა ხვალ გახდება ცნობილი. კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლის გეგმას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ხვალ პარლამენტს წარუდგენს.

ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 11 მაისამდე მობილური ტელეფონების აპლიკაცია მზად იქნება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ინფიცირებულების და მათთან კონტაქტში მყოფი პირების გადაადგილების კონტროლის საშუალებას მისცემს. საფრანგეთში საგანგებო მდგომაროება 11 მაისამდეა ძალაში.

"მოუთმენლად ველი ზომების შემსუბუქებას. თუმცა ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე . ის რეკომენდაციები რაც გაიცა კი უცვლელად უნდა შევასრულოთ. მე პირადად ოფისის საქმე მაქვს და მის შესრულებას ისევ სახლიდან გავაგრძელებ," -ამბობს საფრანგეთის მოქალაქე, სებასტიან პენატი

დღის ამბები