30 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
750 მილიონიანი ზარალი გაზაფხულზე და მილიარდნახევარი ზაფხულში - ასე გამოიყურება პანდემიით დაზარალებული ტურიზმის სფერო ციფრებში

750 მილიონიანი ზარალი გაზაფხულზე და მილიარდნახევრიანი ზაფხულში - ტურიზმის სფერო კორონავირუსმა ფაქტობრივად ყველზე მეტად დააზარალა. ასეთია სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის წინასწარი გათვლები. აღნიშნულ ციფრებში სახელფასო დანაკარგებიც იგულისხმება. სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ გათვლები შარშანდელ მონაცემებთან შედარებით არის გაკეთებული. შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ სახელფასო დანაკარგი გაზაფხულზე 100 მილიონი იქნება, ხოლო ზაფხულში პროგნოზირებენ რომ ეს დანაკარგი 300 მილიონამდე გაიზრდება. 

მისივე თქმით, პანდემიის გამო, კონკრეტული პროგნოზები არ აქვთ, როდის დაუბრუნდებიან ბაზარს.

"დაახლოებით მილიარდ ნახევარი დოლარია ძირითადად. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ყველგან ყველაფერი მუშაობს თითქმის და ყველგან ტურიზმის შემოსავლები საკმაოდ დიდია. ამ ციფრებში ზაფხულის პერიოდში სახელფასო დანაკარგი შეადგენს 300 მილიონ დოლარს ჩვენს სეგმენტში დასაქმებული ადამიანებისთვის და გაზაფხულზე დაიკარგა 100 მილიონი დოლარი ხელფასების სახით. ახლა ვინმემ რომ თქვას რომ გამოსავალი ვიციო, არ დავიჯერებ. იმიტომ რომ არავინ არ იცის ახლა გამოსავალი. ეს მსოფლიო პრობლემაა და ჩვენ მარტო იდეებით უნდა გამოვიდეთ. სასტუმროებს საკმაოდ დიდი პრობლემა ექნება. ძირითადი მიმართულება იქნება ბინებზე ზაფხულის პერიოდში, როგორც ზღვაზე, ასევე მთაში ხალხი შეეცდება რომ ბინებში დაისვენოს და დაზოგოს მაქსიმალურად თანხები," - აცხადებს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი.

 

დღის ამბები