30 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
თუ ანტიკრიზისული გეგმა ცუდია, არჩევნებთან როგორ იქნება კავშირში? - კახა კალაძე ოპოზიციას მავნებლობაში ადანაშაულებს

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრების კრიტიკას თბილისის მერი პასუხობს. კახა კალაძე ამბობს, რომ ოპონენტებისგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ისმის. თბილისის მერმა ოპოზიციის წევრები მავნებლობაში დაადანაშაულა. 

"ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ისმის. ჯერ ერთი, საუბარი იყო, რომ ეს არის არასწორი გეგმა, რომელიც იქნა ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ზოგადად ეს არასაკმარისია, თუმცა ამავდროულად საუბრობენ, რომ ეს არის არჩევნებისთვის. თუ არასწორია და ცუდია, მაშინ არჩევნებთან როგორ იქნება კავშირში? ანუ აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანები მავნებლობენ," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები