30 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. მათ განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს და კლინიკიდან გაეწერენ. ისინი, ე.წ. ქუთაისის, თერჯოლისა და ქობულეთის კლასტერებს წარმოადგენენ.

ამჟამად, კლინიკაში 19 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორის ხუთი პაციენტი ე.წ თერჯოლის კლასტერიდანაა. კლინიკაში მძიმე და კრიტიკული პაციენტები არ ჰყავთ. 

დღის ამბები