30 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ბაზრების მუშაობა ეტაპობრივად აღდგება - ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 80 აგრარული ბაზარია რეგისტრირებული, თუმცა, სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო, მათმა ნაწილმა დღეს მუშაობა ვერ განაახლა.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ბაზრებმა დადგენილი წესები და რეკომენდაციები დაიცვან.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა საუბარი, რომ ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი იყო მობილობა, იმისთვის, რომ მათ მოახდინონ წარმოებული, აგრო-სასურსათო პროდუქტის რეალიზება შეფერხებების გარეშე. ასევე, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ რამდენიმე, დღე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უკეთესად გასაკონტროლებლად, საჭირო იყო ეს შეზღუდვები ყოფილიყო ძალაში. ამავე დროს, ჩვენ ვთქვით, რომ ეტაპობრივად შეგვეძლო, მეტი აგრარული ბაზრის ფუნქციონირებისთვის შეგვეწყო ხელი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით შეიმუშავეს გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრებში სანიტარული სტანდარტების დაცვას და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას. პირობები ყველა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს.

ამ მომენტისთვის, საქართველოში რეგისტრირებულია, დაახლოებით, 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს  მოთხოვნებს და შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც არის რეგისტირებული," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეტაპობრივად აღდგება ყველა ბაზრის მუშაობა, რომელიც ახლა დახურულია. 

დღის ამბები