30 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება - პრემიერის პრესსპიკერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე შეზღუდვების შემსუბუქების პირველ ეტაპზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს გარემოება კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვებად არ უნდა მივიჩნიოთ.

მისი თქმით, ის სერვისები, რომლებიც პირველ ეტაპზე აღდგება, განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უწყებების პროტოკოლის მკაცრი დაცვით. 

"ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ეს შეზღუდვის მოხსნა განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლის და, ასევე, შესაბამისი სამინისტროების შესაბამისი რეგულაციების მკაცრი დაცვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ დავიცვათ ეს მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იხსნება ეკონომიკური შესაძლებლობები და გარკვეულწილად მსუბუქდება შეზღუდვები, ჩვენ აუცილებლად დავიცვათ ყველა მოთხოვნა, რომელიც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის მხოლოდ ეტაპი, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველვყოთ მაქსიმალური სიფრთხილე იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს კორონავირუსი,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

ირაკლი ჩიქოვანმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ ეხება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებს, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ასევე, მისი თქმით, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათიც, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას ღამის 9 საათიდან დილის 6 საათამდე. 

დღის ამბები