30 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 68 მოქალაქე დაჯარიმდა. თვითიზოლაციის წესები დაარღვია ერთმა მოქალაქემ.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 23 პირი დააჯარიმეს. 23 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დარღვევის გამო.

დღის ამბები