30 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სოფელ ღვანკითიდან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი ჰყავთ. საშუალო ასაკის მამაკაცი კლინიკაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან შეიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსი სეროლოგიური კვლევით დაუდასტურდა. პაციენტი თვითიზოლაციაში იყო.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, ამ დროისთვის, კლინიკაში  მყოფი 23-ვე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კლინიკას კიდევ ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

დღის ამბები