30 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
საუდის არაბეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე სიკვდილით დასჯა უქმდება

საუდის არაბეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე სიკვდილით დასჯა უქმდება. ინფორმაციას ქვეყნის ადამიანის უფლებათა კომისია ავრცელებს. საუდის არაბეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნებს კონკრეტულ დანაშაულებზე სიკვდილით დასჯის ნაცვლად არაუმეტეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან. ქვეყანაში უქმდება გაროზგვით დასჯის ფორმაც და მას ჯარიმა ან პატიმრობა ჩაანაცვლებს.

საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასულ წელს ქვეყანაში სასიკვდილო განაჩენი 187 ადამიანს გამოუტანეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის ამოქმედდება სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება.

დღის ამბები