30 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" კორონავირუსზე 33 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან

"თბილისის ზღვის" ჰოსპიტალში კორონავირუსზე 33 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან. მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. თეთრიწყაროს ექიმების კლასტერიდან პირველი დაინფიცირებული, 41 წლის პირი 2 დღის წინ საკუთარი სახლიდან სწორედ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით გადაიყვანეს.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, კახა ბეროზაშვილის ინფორმაციით, პაციენტების  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ტესტირება ჩაუტარდა 38 პაციენტს, აქედან 1 მოვიდა დადებითი, დანარჩენი ყველა უარყოფითია. ამ ეტაპზე, ლაბორატორიაში 33 სინჯი გვაქვს გაგზავნილი და ველოდებით პასუხს. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ძირითადად, მსუბუქებია,"- განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.

 

დღის ამბები