30 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ზიარების წესი ისევ განხილვის საგანია - მეუფეები კვლავაც ამბობენ, რომ ზიარებით ადამიანის ინფიცირება შეუძლებელია

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მრევლი ეკლესიებში შაბათ-კვირის მსახურებას პირველად დაესწრო. სამების საკათედრო ტაძარში ამჯერადაც მორწმუნეთა მცირე რაოდენობა იყო.

ეკლესიაში შეკრებილები ერთმანეთისგან დისტანცირებულადპირბადეებით იდგნენ. სახის დამცავ ნიღბებს არიგებდნენ სტიქაროსნებიც

მრევლს დღეს კათოლიკოს-პატრიარქმაც მიმართა. ილია მეორემ ქადაგებაში აღნიშნა, რომ ურთულეს დროს გვიწევს ცხოვრება, ეკლესიაც დიდ გასაჭირშია, თუმცა ქვეყანა განსაცდელს აუცილებლად გაუმკლავდება.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვის დღეს ისევ აქტუალური იყო ერთი კოვზით ზიარების და მრევლში ეპიდაფეთქების საშიშროების თემა. მეუფეები კვლავაც ამბობენ, რომ ზიარებით ადამიანის ინფიცირება შეუძლებელია. მათი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ მორწმუნეებს კოვზთან შეხებაც კი კურნავს.

სამღვდელოება თანხმდება, რომ ზიარების წესი არ უნდა შეიცვალოს, თუმცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებში ისეთებიც არიან, ვისაც ესმის თუ რატომ კეთდება საერო პირების მხრიდან პანდემიის პირობებში ერთი კოვზის მოხმარებასთან დაკავშირებით გარკვეული განცხადებები.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან ზუსტად ერთ კვირაში, დღეს ქართული ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დროისთვის "კოვიდ 19"-ით ინფიცირებულია ერთი, რამდენიმე სასულიერო პირი კი, თვითიზოლაციაში იმყოფება.

დღის ამბები