30 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ოზონოთერაპიამ შეიძლება უფრო მეტი გრძელვადიანი ზიანი მოგვიტანოს, უნდა ჩატარდეს კვლევა - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

რამდენად შედეგიანია კორონავირუსზე ოზონოთერაპიის მკურნალობის მეთოდი?! - სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ვირუსთან ბრძოლის ამ გზამ, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას უფრო მეტი ზიანი მიაყენოს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, აუცილებელია ჩატარდეს კვლევა.

"ჯერ თუ კვლევა არ იქნება ჩატარებული და მას არ ექნება ლეგიტიმური ხასიათი, ჩვენ არ ვიცით... შეიძლება ამ მეთოდს უფრო მეტი ზიანი მოაქვს.

ჩვენ ვიცით, რომ 94 პროცენტი ადამიანების არ იღუპება, ისედაც რჩებიან კორონავირუსისგან. ახლა ვირუსის მტარებლობა მეშვიდე დღეს გაუქრება ადამიანს, თუ მეთოთხმეტე დღეს, ეს შეიძლება არ იყოს გადამწყვეტი მნიშვნელობის. იმიტომ, რომ ოზონოთერაპიამ შეიძლება უფრო მეტი გრძელვადიანი ზიანი მოგვიტანოს. ჩვენ ესეც არ ვიცით ბოლომდე, ამიტომ ერთადერთი სწორი პოზიციაა ჩატარდეს კვლევა," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები