30 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ვინ რა დახმარებას მიიღებს და ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა - ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის დეტალები

თვითდასაქმებულებს რომელებმაც შემოსავალი დაკარგეს ამის დადასტურება გარკვეული დოკუმენტებით მოუწევთ. საჭიროა ცნობა სამსახურის შესახებ, საბანკო ჩარიცხვების ამონაწერი და პირადი მონაცემები. ტექნიკურად საბუთების ატვირთვა მოხდება სპეციალურ ვებ გვერდზე ან პირს შეუძლია მასთან ახლომდებარე სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიმართოს. თითოეულ განაცხადს სპეციალური კომისია შეისწავლის და საბოლოო სიებს შეადგენს, ვის ჩაერიცხება ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარება. რისთვისაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.

უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც ყოველთვიურ ანაზღაურებას ხელზე იღებდნენ და საბანკო ჩარიცხვები არ აქვთ, შიშობენ, რომ შემოსავლის დაკარგვასთან ერთად სამომავლოდ მუდმივ სამსახურსაც დაკარგავენ. მთავრობის მხრიდან ერთჯერად 300-ლარიანი დახმარების გამოყოფას ნაწილი საკმარისად არ მიიჩნევს.

თვითდასაქმებულებისგან განსხვავებით შემოსავლების დადასტურება არ სჭირდებათ იმ პირებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების შედეგად სამსახური დაკარგეს. რადგან შემოსავლების სამსახური ყოველთვიურად იღებს დამსაქმებლისგან ინფორმაციას, რამდენი დასაქმებული ყავს კომპანიას, ვინ არის გათავისუფლებული და ვინ უხელფასო შვებულებაშია. შესაბამისად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დასაქმების სააგენტო მოახდენს რეაგირებას და უმუშევრად დარჩენილი 350 000 მოქალაქე 1200 ლარიან დახმარებას - 6 თვის განმავლობაში 200 ლარის ოდენობით მიიღებს.

რაც შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არსად არ არიან რეგისტრირებული და ჰქონდათ შემოსავლები. ამ შემთხევაში მათ იურიდიული პირებისგან სჭირდებათ დადასტურება იმის, რომ მათ შემოსავლები ჰქონდათ.

სიის გაფართოებას და უმუშევრად დარჩენილთა კატეგორიაში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ჩასმას მოითხოვს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია. ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა გიდებისთვისაც შესაბამისი თანხები უნდა გამონახონ.

დახმარებას მიიღებს სოციალურად დაუცველი პირების ნაწილი, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები. მათთვის 600-ლარიანი დახმარება გამოიყო და მათ თვეში 100 ლარი დაერიცხებათ. დახმარებას მიიღებენ ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. ამ მიზნით ბიუჯეტიდან, 360 ათასი მოქალაქისთვის 83 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება კომპანიებს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით კომპანიები რომლებიც პანდემიის პირობებში სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ და რომელთაც საშემოსავლო გადასახადი არ აღემატება 750 ლარს, ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან.

დღის ამბები