კორონავირუსმა სერიოზული ზიანი მიაყენა დიდ ბრიტანეთს. ამ დროისთვის ქვეყანაში თითქმის 144 000 ინფიცირებულია. სწორედ ამიტომ, მედიკოსებს, რომელთაც ფრონტის წინა ხაზზე თავდაუზოგავად უწევთ მუშაობა და ვერ ახერხებენ თუნდაც საკვები პროდუქტების შეძენას, რობოტები მოემსახურებიან.
"ძალიან ბევრი ექიმი გამოხატავს მადლიერებას, რომ მათ ამ სერვისზე წვდომის საშუალება აქვთ. მედიკოსებს კვირაში 80 საათი მაინც უწევთ მუშაობა, ამიტომ მათთვის ძნელია წავიდნენ მაღაზიებში და ელემენტარული საკვები იყიდონ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ექიმებს სულ მცირედით მაინც ვუმსუბუქებთ საქმეს," - აცხადებს კომპანია სტარშიპ ტექნოლოგიების ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის საკითხებში ჰენრი ჰარის-ბურლანდი.