30 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
რაც მეტი იქნება გატესტილი, უკეთესია - თენგიზ ცერცვაძე COVID ინფექციის მასობრივ კვლევებზე

რამდენად საჭიროა კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება? აღნიშნულ საკითხს თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა, რომელიც COVID-19-თან მებრძოლ მთავარ სამედიცინო დაწესებულებას, ინფექციურ საავადმყოფოს, ხელმძღვანელობს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, რაც მეტი ადამიანი იქნება გატესტილი, უკეთესია, თუმცა იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მასობრივი ტესტირება ტარდება, 8-10%-ია მხოლოდ გატესტილი. ამასთან, ცერცვაძის თქმით, გამოუვლენელი შემთხვევები მაინც დარჩება:

"რაც მეტი იქნება გატესტილი, უკეთესია, მაგრამ იმ ქვეყნებშიც, სადაც მასობრივი ტესტირება ტარდება - გერმანია, სამხრეთ კორეა, ეს არის მაინც მოსახლეობის მცირე ნაწილი 8-10%. გამოუვლენელი შემთხვევები მაინც დარჩება, C ჰეპატიტის ტესტირებაზე ჩვენი ექიმები კარდაკარ დადიან და თითქმის 5 წელია მიმდინარეობს აგრესიული ტესტირება და მხოლოდ ნახევარზე მეტია გამოკვლეული,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები