30 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
პლაქვენილის გამოყენების სქემა ამართლებს, თუ დაიდო შედეგი რომ უნდა ამოვიღოთ პროტოკოლიდან, ამოვიღებთ - ლევან რატიანი 

დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ლევან რატიანის ინიციატივით, COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმები შეიკრიბნენ. 

დისკუსიის დასრულების შემდეგ ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ ამ შეკრებით მათ საზოგადოებას ანახეს, რომ ექიმები მუდმივად ქვეყნისა და პაციენტების სამსახურში არიან. 

"ექიმები ინტერნეტსივრციდან სამუშაო სივრცეში გადმოვედით, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანებს ერთიანი სქემით ვუმკურნალოთ. დღევანდელი შეკრება იყო ჩემი ინიციატივა. ქვეყნის ექიმები ერთად ვართ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ, სანამ ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება,"- განაცხადა ლევან რატიანმა. 

მან პრეპარატ პლაქვენილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ ამ პრეპარატის წყალობით გამოჯანმრთელდა რამდენიმე პაციენტი. 

"რაც შეეხება პლაქვენილი, საბედნიეროდ,  FDA-ს პრეპარატი ნუსხიდან არ ამოუღია. დღეს უკვე 9 პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გამოჯანმრთელებული, ლეტალობის ინდექსი ძალიან დაბალი გვაქვს - ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ პრეპარატის გამოყენების სქემა ამართლებს. ხვალ თუ დაიდო შედეგი, რომ უნდა ამოვიღოთ პლაქვენილი პროტოკოლიდან, აუცილებლად ამოვიღებთ. ჩვენ მას კრიტიკულ პაციენტებში ვიყენებთ. ამ ეტაპამდე ჩვენს კლინიკაში პლაქვენილისგან გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა,"- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. 

დღის ამბები