თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში დღეს მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულდა. ამ დრომდე შემოწმება 1864-მა ადამიანმა გაიარა. 538 ადამიანი სოფლიდან გასულია.
დღეს, კორონავირუსზე 18 ანალიზი აიღეს, პასუხები გვიან გახდება ცნობილი. ხვალ დამატებით რვა ანალიზს აღებენ და ამით ეპიდემიოლოგები, ფაქტობრივად, დაასრულებენ მუშაობას.
ღვანკითი უკვე მეორე დღეა, ჩაკეტილია.