30 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
მოსწავლეები და სტუდენტები დისტანციურ სწავლებას განაგრძობენ - სწავლა პირველ სექტემბრამდე არ განახლდება 

პეტიცია, რომელსაც ათასობით ადამიანი აწერს ხელს, გაზაფხულის სემესტრის აკადემიურად გამოცხადებას გულისხმობს. სასწავლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროცესის 6 თვით გადადების მოთხოვნით დოკუმენტის ავტორებმა საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართეს. ახლა კი საკითხზე პარლამენტის განათლების კომიტეტმა უნდა იმსჯელოს.

პარლამენტში საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ, თუმცა დეპუტატების პოზიცია უკვე ცნობილია. კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ აკადემიურ სემესტრად გამოცხადების პირობებში, დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, მომავალში კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეიქმნება. სკოლები კი პირველკლასელების რეგისტრაციას ვეღარ შეძლებენ, რადგან მათ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც კი არ ექნებათ ადგილი.

სანამ საგანმანათლებლო სისტემაში შეტანილი ცვლილებები გახდება ცნობილი, პრემიერ-მინისტრი მკაფიოდ განმარტავს, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. მთავრობის მეთაური განცხადებაში აკონკრეტებს იმასაც, რომ განათლების სისტემა დისტანციური სწავლების მეთოდს ეფექტიანად უმკლავდება. არაფერი იცვლება ეროვნული გამოცდების კუთხითაც, თუმცა პრემიერი არ გამორიცხავს გადავადებას.

სასწავლო პროცესის გადადების საჭიროებას ვერ ხედავენ ვერც ის პედაგოგები, რომლებმაც სახლიდან გაუსვლელად სწავლების მეთოდს უკვე მიმართეს. საგაზაფხულო სემესტრის აკადემიურ წლად გამოცხადებას არც დარგის სპეციალისტები ემხრობიან.

ავტორი: თამთა დოლიძე

დღის ამბები