ფოთში, ტრანზიტული ტვირთების სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითიზოლაციის რეჟიმში 54 მძღოლი იმყოფება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან, საკარანტინო სივრცეში კი 3 პირია გაგზავნილი. ერთადერთი ფოთელი მოქალაქე, ექიმი, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ით ინფიცირება, ქობულეთის კლასტერთან კავშირის გამო, ამ დროისათვის თავს კარგად გრძნობს. ექიმების შეფასებით, ავადმყოფობა მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.
"დღეს, პრევენციის მიზნით, მედიცინის 16 მუშაკის, მათ შორის 7 ექიმის ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ველოდებით პასუხს. ეტაპობრივად ყველა მედიკოსის ანალიზი გაიგზავნება,“ - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.