იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი სოფელ ღვანკითში იმყოფებოდნენ. ისინი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და დაინტერესდნენ, თუ როგორ მუშაობს სასურსათო მაღაზიები.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, ადგილობრივი მთავრობა ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ სოფელ ღვანკითის იმ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო მიწები აქვთ დასამუშავებელი, ხელი შეუწყონ მუშაობაში.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქ აქვთ ადგილზე მიწები დასამუშავებელი და სოფლის მოსაზღვრე მიწებზეც გვინდა, რომ გავიყვანოთ და იქაც გავაკეთებინოთ შესაბამისი სამუშაოები.
სიტუაცია პრინციპში კონტროლს ექვემდებარება და რა თქმა უნდა სანამ საკარანტინე ზონად იქნება სწოფელი, მანამდე ჩვენ ბოლომდე გვერდში დავუდგებით თითოეულ მოქალაქეს," - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
სოფელში დღეს მარაგის სახით რამდენიმე ტონა პურის ფქვილი, შაქარი და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები შეიტანეს. გარდა ამისა, ზვიად შალამბერიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივები აქტიურად არიან ჩართული საგაზაფხულო სამუშაოებში. სახელმწიფო რწმუნებულმა პირადად მოინახულა ოჯახები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ატარებენ.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მიწის დამუშავების პროცესში აქტიურად არის ჩართული.
სოფელი ღვანკითი კორონავირუსის გამო 24 საათზე მეტია, ჩაკეტილია.