30 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზის 35 მონაკვეთს ჩამოშლილი ქვა-ღორღისგან ასუფთავებს.  

გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ენერჯი გრუპი" ასრულებს. ადგილზე შესაბამისი ტექნიკა უკვე მობილიზებულია, გარდა ამისა ახმეტის მერის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს უკვე გადასცა სპეცტექნიკა, რაც უახლოეს პერიოდში სამუშაოებში ჩაერთვება.

ამასთან, იოსებ ქარუმაშვილი ვერ აკონკრეტებს, როდის გაიხსნება თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა. 

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოს იკეტება და მაისამდე მისვლა მხოლოდ ვერტმფრენით მოხერხდება. 

ზამთრის სეზონზე, მთაში დარჩენილი მოსახლეობისთვის, კვირაში ერთხელ ვერტმფრენი ადგილობრივ მოსახლეობის გადაყვანას უზრუნველყოფს.  

დღის ამბები