სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამე არ განახლდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, სასწავლო რეჟიმი მიმდნარეობს ნორმალურად და აკადემიური წლის გამოცხადება არ იგეგმება.
„სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ განათლების საკითხებზე ცალკე პრეზენტაცია გაიმართება.