30 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
როდესაც მოხდება თვითდასაქმებული ადამინების იდენტიფიცირება, სახელმწიფო ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო არაფორმალურად დასაქმებულ ადამიანებს ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება, როდესაც მათი იდენტიფიცირება მოხდება. 

მისი თქმით, თვითდასაქმებული ადამიანების იდენტიფიცირება სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით მოხდება.

"არის, ასევე, საკმაოდ სერიოზული სოციალური ჯგუფი და ფენა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები ან თავიანთ თავს თვლიდნენ თვითდასაქმებულად. რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის და მთავრობისთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რამე თუ ისინი არ აღირიცხებიან არცერთ ოფიციალურ ბაზებში და წყაროებში, მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამინების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 მილიონი ლარი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები