30 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
2021 წლიდან პენსიები 20 ლარით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებისთვის კი 25 ლარით - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, ხოლო 70 წელს გადაცილებული პირებისთვის, ამასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან პენსია გაიზრდება ყველა პენსიონერისთვის მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებლებისთვის - 25 ლარით. 

"ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს პენსიის სახით. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების  თვალსაზრისით. ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობით ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად, ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ - 25 ლარით. ეს არის ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომელიც თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები