30 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ 11 პაციენტს პნევმონია აქვს, 3-ის მდგომარეობა მძიმეა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას 42 პაციენტი განაგრძობს, აქედან 22 ადამიანი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ინფიცირებულებს შორის ექვსი არასრულწლოვანია.

კლინიკის ინფექციონისტის, ხატია ხატიაშვილის განცხადებით, 22 პაციენტიდან 11 მათგანთან ვლინდება პნევმონია, ხოლო 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული სასულიერო პირის და ისი ოჯახის წევრების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

დღის ამბები