დღეს ევროკავშირის ლიდერები ვიდეოკონფერენციას გამართავენ და ერთობლივი ფინანსური რეაგირების გზებზე იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა დააღწიოს თავი ევროპამ ეკონომიკურ კოლაფსს. წევრი ქვეყნების ლიდერების მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მიმართ იქნება გამოიყოს 1 ტრილიონი ევრო იმისათვის, რომ პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზიანი აღმოიფხვრას.