კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, რამადანის წმინდა თვის აღსანიშნავად ემზადება მუსლიმური სამყარო. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად: ირანმა, საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ, ეპიდაფეთქების თავიდან არიდების მიზნით უკვე დაიწყო ზომების გამკაცრება.
"ჩვეულებრივ დროს აქ განსხვავებული სიტუაციაა, მუდმივად ხალხი მოძრაობს და სურსათს ყიდულობს, თუმცა პანდემიურ სიტუაციაში ყველაფერი შეიცვალა," - აცხადებს ჯაკარტას მკვიდრი პარლინ სილალაჰი.