30 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
სოფელ ღვანკითის მოსახლეობა ხელისუფლებას საკვები პროდუქტებით მომარაგებას სთხოვს

თერჯოლის სოფელ ღვანკითში დღეს დილიდან მუშაობს ეპიდემიოლოგების ჯგუფი, ადგილობრივებს თერმოსქრინინგი უტარდებათ. ეპიდემიოლოგების თქმით, უკვე გამოკვლეულ პირებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გააჩნიათ. წითელ ზონად გამოცხადებულ სოფელში კიდევ 800-მდე ადამიანის სკრინინგი იგეგმება

მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა ადგილობრივების ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ გაურკვეველია, თუ როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება უახლოეს დღეებში, ვიდრე სოფელ ღვანკითში ეს შეზღუდვები იმოქმედებს.

მათი ნაწილი ითხოვს, რომ იყოს გამონაკლისი იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ ვალდებულება და აუცილებლობა საკუთარ სამუშაო ადგილებზე გამოცხადდნენ. მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც არიან.

"მე მედიცინის მუშაკი ვარ და ალბათ რაღაც საშვი მექნება. მორიგე ვიყავი წუხელ დს ვბრუნდები სახლში. ეს დამოკიდებულია ალბათ ჩვენს ხელმძღვანელობაზე, რომ მომცემენ თუ არა უფლებას, რომ დავტოვო ტერიტორია და გამოვცხადდე სამსახურში, თუ არა და ალბათ იქნება იმის უფლება, რომ არ გამოვცხადდე და საპატიოდ ჩამეთვლება," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, რომ უახლოეს პერიოდში სოფლის საკვები პროდუქტებით მომარაგება მოხდეს. მათი განცხადებით, სასურსათო მაღაზია მათი საცხოვრებელი სახლებიდან შორ მანძილზე მდებარეობს, რაც მათ ფეხით გადაადგილებას ბარიერს უქმნის.

"საჭმელ-სასმელი ამ წუთში გვაქვს ერთი სამი ღამის და მერე რა იქნება არ ვიცი. ტრანსპორტით გასვლაც რომ გვინდოდეს, ვერ გავდიოდით ისედაც. მანქანაც მყავს, მაგრამ რაიონამდე ან წამალი ან რაღაცა რომ ვიყიდო, ამის მხრივ დაგვეხმარონ.

ან მოგვაწვდინონ და ავიღებთ აქვე ადგილზე თუ არ გაგვიშვებენ, ან უნდა მოგვცენ უფლება კვირაში ორჯერ მაინც გავიდეთ მანქანით, შევიძინოთ პროდუქტი. მაღაზია აქედან არის კილომეტრნახევარში. მე შორს ფეხით სად შემიძლია სიარული," - განაცხადა ადგილობრივმა.

დღის ამბები