30 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
ხელისუფლებამ შესაძლოა პოლიტიკური პროცესი ჩაშალოს და არც არჩევნები ჩაატაროს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ არჩევნების ჩატარების საკითხი საფრთხის ქვეშაა. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ბერკეტი საგანგებო მდგომარეობა განუსაზღვრელი ვადით გადაწიოს იმისთვის, რომ წელს არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს.  

"თუ სურვილი ექნათ, კიდევ იტყვიან, რომ ისევ პანიკაა, რომ შეიძლება დავიხოცოთ, კუბოები გინდათ და თავისუფლად გააგრძელებენ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც სურვილი აქვთ. შესაბამისად, შეიძლება, საერთოდ არ ჩაატარონ წელს არჩევნები, უპრობლემოდ, თუ კარგად დააპანიკეს ხალხი, რასაც, ჯერჯერობით, ახერხებენ. შეიძლება საერთოდ ჩაშალონ პოლიტიკური პროცესი და ის შეთანხმებაც დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ღია წერილით მიმართეს, რომლითაც მოუწოდებენ, ამ სიტუაციაში მონიტორის როლი იტვირთოს და შეახსენოს ხელისუფლებას ის ვალდებულებები, რაც მოლაპარაკების დროს აიღო. 

დღის ამბები