30 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსი ორ კატას დაუდგინეს - ისინი სავარაუდოდ ადამიანისგან დაინფიცირდნენ

Associated Press ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსი ორ კატას დაუდგინეს. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი შინაური ცხოველები არიან, რომლებსაც COVID-19 ოფიციალურად დაუდასტურდათ.

როგორც სააგენტო წერს, სავარაუდოდ კატები ადამიანისაგან დაინფიცირდნენ. ინფექციურ დაავადებათა ამერიკელი ექსპერტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ცხოველები სავარაუდოდ ადამიანებისგან ინფიცირდებიან. მისივე შეფასებით, არ არსებობს ცნობა, რომ პირიქით, ცხოველები აინფიცირებენ ადამიანებს.

დღის ამბები